საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვადასხვა ქვეყნის გაეროში მუდმივ წარმომადგნელებს უმასპინძლა

01 მაისი 2023, 18:10 707 ნახვა

საქართველოს ვიზიტით გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ- ვიზიტის ფარგლებში უცხოელ დიპლომატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ საქართველოში სახელმწიფო მმართველობის სფეროში გატარებულ რეფორმებსა და ეკონომიკური მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ელჩები ასევე ჩამოვლენ ბათუმში, სადაც გაიმართება შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში