მოსკოვში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები

08 მაისი 2023, 10:20 532 ნახვა

რუსეთი წითელ მოედანზე გამარჯვების დღის ყოველწლიურ აღლუმის ჩატარებას  კრემლზე დრონებით თავდასხმის შემდეგ  განსაკუთრებით მკაცრი უსაფრთხოების ზომების ფონზე აპირებს.   

ფაშიზმზე გამარჯვების დღე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის  გადამწყვეტი წლისთავია,  რომელსაც ხშირად მოსახლეობის  სულისკვეთების ასამაღლებლად და პატრიოტიზმის გრძნობის გასაღვიძებლად იყენებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო.

რუსეთის რამდენიმე რეგიონმა უარი თქვა აღლუმის ჩატარებაზე, რადგან შიშობენ, რომ შესაძლოა  პრო-უკრაინელი დივერსანტების სამიზნე აღმოჩნდნენ.

მოსკოვში კი, წელს წითელ მოედანზე გაცილებით ნაკლები სამხედრო ძალა და ტექნიკა იქნება წარმოდგენილი. ოფიციალური მონაცემებით,  მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა  27 მილიონი ადამიანი დაკარგა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში