ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებები რუსეთის ქმედებაზე

10 მაისი 2023, 19:40 678 ნახვა

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს,რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გაუმარტივდებათ სამშობლოსთან, ოჯახებთან კავშირი და მიმოსვლა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ქვრივიშვილი განმარტავს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ამავე ქვეყნის დამოუკიდებელი ქმედებაა და საქართველოს მხრიდან მსგავსი მოთხოვნა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება სანქცირებულ ავიაკომპანიებსა და ხომალდებს, -მისი თქმით, საქართველოში ოპერირების უფლება არ ექნებათ. რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს გამოეხმაურა  საგარეო საქმეთა მინისტრიც. ილია დარჩიაშვილის სათქმელიც სწორედ ის იყო, რომ შეზღუდვა საქართველოს მიმართულებით ფრენებზე რუსეთმა თავის დროზეც და ახლაც დამოუკიდებლად მიიღო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში