ბელა ქებურიას პოეზიის საღამო

16 მაისი 2023, 11:00 743 ნახვა

ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პოეტის და საზოგადო მოღვაწის ბელა ქებურიას პოეზიის  საღამო გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში 50 წარჩინებული მოსწავლე პოეტ ზურაბ გორგილაძის, ივლიტა ჯიბუტის და მამა თომას სახელობის ფონდის სახელით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ბელა ქებურიას ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომერი შეასრულეს.

ღონისძიებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე პოეტის მეგობრები და შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში