იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი

29 მაისი 2023, 11:54 536 ნახვა

შეძლებს თუ არა პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ვაკანტურ პოზიციაზე წევრების არჩევას?-  ეს მიმდინარე სასესიო კვირაში გაირკვევა. დეპუტატები კანდიდატებს ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან. არჩევანი 4 კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს.

სესიამდე მმართველმა გუნდმა ოპოზიციას პოლიტიკური კონსულტაციები შესთავაზა, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ პროცესში  ჩართვას არ აპირებს.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრი წინა სასესიო კვირაში აირჩია, მათ მხარი დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრმაც,  რასაც სხვა ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება მოჰყვა. 

იუსტიციის არამოსამართლე წევრების ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში