რუსთავი 2 საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა
                        
                        
                        
                        
                                                            17 თებერვალი 2017,
                                00:00
                            
                        
                         3130 ნახვა
                                                            
                                        
                                    
                                        
                                        
                                
                            
                            
                            
                            
                                                                                                            
                                             
                                        
                                                                    
                            
                            
                                
                                
                            
                            
                                                                    რუსთავი 2 საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა.სპეციალური განცხადება ზაალ უდუმაშვილმა რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა.კურიერის წამყვანმა ასევე კვირას სამის ნახევარზე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ,  რუსთავი 2 მხარდამჭერი  აქცია დაანონსა.
"ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ეს სტუდია არ ჩაირთო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები რომ გააშუქოს. მე მინდა რუსთავი 2 სახელით, ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. გვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ დღეს მიმართოს, თუმცა ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით შევეცდებით, ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან, უფრო ზუსტად კი ამ წუთიდან, რუსთავი 2 გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე, ყველას გელოდებით კვირას, სამის ნახევარზე, რუსთაველზე, პარლამენტის წინ. ერთად დავიცვათ რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლება." - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა