ევროკომისიის საჩუქარი “თურქულის” საწინააღმდეგო 345 000 დოზა ვაქცინა 

08 ივნისი 2023, 11:01 453 ნახვა

ევროკომისიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 345 ათასი ვაქცინა საჩუქრად გადასცა.  ამ ვაქცინებით, დაავადების რისკის ზონებში, ცხოველებს პროფილაქტიკური აცრები ჩაუტარდება თურქულის ახალი შტამის საწინააღმდეგოდ, რომელიც გავრცელებულია რეგიონში, მაგრამ საქართველოში არ ფიქსირდება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, თურქულის საწინააღმდეგოდ, ყოველწლიურად, 2 მილიონზე მეტ მანიპულაციას ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ დაავადება „თურქული“ ცხოველების მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება, თუმცა „თურქულით" ადამიანი არ ავადდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში