დაკავება საზღვარზე

21 თებერვალი 2017, 00:00 4174 ნახვა

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე პოლიციამ ორი ქართველი მას შემდეგ დააკავა, რაც ქალი თურქეთში შესვლას ჩემოდანში დამალული ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah- ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წყვილი სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ჭიშკართან, ხოფის რაიონში დააკავეს. დაკითხვის დროს, თურქმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ 28 წლის ქალი თურქეთიდან დეპორტირებული იყო. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, წყვილი პოლიციაშია გადაყვანილი. გამოცემის  ცნობით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მსგავსი შემთხვევა სამი დღის წინაც მოხდა, როდესაც თურქეთში უკანონოდ შესვლას  ჩემოდანში დამალული კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდა. 

ამავე კატეგორიაში