შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

07 ნოემბერი 2025, 10:30 146 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ტ.ღ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურე ტ.ღ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“ და „ალფა-პვპ“, რომელსაც მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში უკანონოდ ინახავდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე