9 წელი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან

27 ივნისი 2023, 14:25 624 ნახვა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან  9 წელი გავიდა. ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ასოცირების შეთანხმება  სხვა მიღწევების სათავე გახდა და ასევე ხელს უწყობს  თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ. კანდიდატის სტატუსის მიღების იმედი აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს.

ირაკლი კობახიძე 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გადადგმულ არაერთ ნაბიჯზე საუბრობს, რასაც არ იზიარებს ოპოზიცია, უფრო მეტიც, ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი თინა ბოკუჩავას განცხადებით, ერთადერთი, რაც მოქმედმა ხელისუფლებამ გააკეთა, არის ევროპასთან საქართველოს დაშორება და რუსეთთან დაახლოება.  

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში