მიუღებელია ვინმეს პოლიტიკური დევნა, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად - მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი

05 ივლისი 2023, 19:28 614 ნახვა

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყოს, რომ სამართლიანობა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა იყოს. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„გამოვხატავ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. მიუღებელია ვინმეს პოლიტიკური დევნა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყოს, რომ სამართლიანობა პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა იყოს“, – წერს ნიკუ პოპესკუ „ტვიტერში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში