აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს. საუბრები შეეხო სავალუტო ფონდთან მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობას.
პარალელურად შეხვედრები გაიმართა ამერიკული საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკრო ეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციით წარდგნენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე