სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

01 სექტემბერი 2023, 18:05 408 ნახვა

აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს თავად სალომე ზურაბიშვილი.საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის კადრები  ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები, ზურაბიშვილმა გუშინ, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.ზურაბიშვილთან შეხვედრას შარლ მიშელი ტვიტერით ეხმაურება და წერს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა მიშელი იმ ვალდებულებებს ახსენებს, რომელიც სტატუსის მისაღებად ქვეყანამ უნდა შეასრულოს: საჭიროა შემდგომი რეფორმები - მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება." წერს შარლ მიშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში