პოლიტიკური ბრალდებები უმაღლესი საბჭოს სესიაზე

05 სექტემბერი 2023, 19:45 522 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა. განცხადებების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტი, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განხილვისთვის, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. „რეგლამენტის ცვლილება „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებითაა განპირობებული, რომლის თანახმადაც, 2023 წლის 22 ივლისიდან გაუქმდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო, შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდათ მრჩეველთა საბჭოს წევრებსაც. გარდა ამისა, ამავე ცვლილებით, აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოში ასარჩევად ერთის ნაცვლად - სამ მეურვეობის კანდიდატს წარუდგენს. რეგლამენტის პროექტი კანონმდებლებმა 13 ხმით მიიღეს, კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზი ოპოზიციის ნაწილმა დატოვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში