"კოალიცია ცვლილებებისთვის" წერილი, რომლის ადრესატებიც ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და აშშ-ია.ოპოზიციური პარტია წერს, რომ სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა, ამიტომ ითხოვს გადამწყვეტ ნაბიჯებს პარტნიორებისგან. აქცენტი კეთდება პერსონალურ სანქციებზე, "მეგობარი აქტის" მიღებაზე, პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობის შეჩერებაზე.
ტექსტში ასევე საუბარია მოთხოვნაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლებად იქნან აღიარებულნი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება. მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიცია საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის იბრძვის და ქვეყნის დაზიანებას ყველა საშუალებით ცდილობს, მათი მთავარი მიზანი კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, რისთვისაც ბრიუსელში აქტიურად მუშაობენ.