25 კვირიანი რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა უკვე მეთორმეტე ნაკადმა დაასრულა. მონაწილეებმა თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები გაიარეს, რაც სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებას მოიცავდა. რეინჯერებმა ასევე ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა შეისწავლეს. კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში მსახურს გააგრძელებენ.