მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალურ მიღებას, აშშ-საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის - პრემიერი

22 სექტემბერი 2023, 11:16 466 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო.

შესაბამის ფოტოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გაერო-ს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის”, – აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 სექტემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში