პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

05 ოქტომბერი 2023, 12:08 424 ნახვა

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა - ამ საკითხზე 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი მესამე დღეა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობს.

კონკრეტულად დღეს კი დაგეგმილია ურთიერთშეკითხვები და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა.

მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას, მთავრობასთან შეუთანხმებლად ქვეყნის გარეთ ვიზიტები დაგეგმოს.

სალომე ზურაბიშვილის უფლებადამცველები კი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში