სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა

05 ოქტომბერი 2023, 14:13 904 ნახვა

სერთიფიკატები გადასცეს დღეს სტუდენტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დასაქმების სააგენტოს პროგრამაში „სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა“.

პროგრამას სააგენტო, ბაზარზე სხვადასხვა პროფესიული კადრების დეფიციტის შევსების, ასევე სტუდენტთა პროფესიული გადამზადებისა და  დამატებითი  უნარების  შეძენის მიზნით ახორციელებს. ითვალისწინებს მათ დასაქმებასაც.

სტუდენტთა ნაწილი სამი თვის განმავლობაში მუშაობდა სააგენტოს პარტნიორ კომპანიებში, ნაწილი კი  როგორც ერთ-ერთ კომპანიაში გვითხრეს მათთვის ხელსაყრელი გრაფიკით ამ დრომდე განაგრძობს საქმიანობას.

პროგრამის „სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა“ ფარგლებში პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად მონაწილეებმა ტრენინგებიც გაიარეს. 2023 წელს აღნიშნული პროგრამით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-მა სტუდენტმა ისარგებლა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში