გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

13 ოქტომბერი 2023, 11:44 609 ნახვა

ორშაბათიდან აჭარაში სეზონური  გრიპის  საწინააღმდეგო  ვაქცინაცია იწყება.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამ ეტაპზე 15 ათასი დოზა ოთხკომპონენტიანი  ვაქცინა მიიღეს. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რისკ ჯგუფებისთვის უფასო იქნება, მათ იმუნიზაციის კაბინეტებს უნდა მიმართონ. 

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმულ პირებს,  საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალს, ორსულებს, დიაბეტის მქონე პირებს, დიალეზზე მყოფებს, სამედიცინო  პერსონალს და სხვა რისკ  ჯგუფებს  შეეხებათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში