საქართელოში იმუნიზაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ამჟამად რინოვირუსი და კორონავირუსი ცირკულირებს. თუმცა ივანე ჩხაიძე ირწმუნება, რომ გამოვლენილი კორონავირუსები მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ასეთ პაციენტებში ჰოსპიტალიზაცია არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ჩხაიძის განცხადებით ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
გრიპის შემთხვევების მატებას შემდეგი კვირიდან ვარაუდობენ, პიკს კი დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდში ელოდებიან.
პრევენციისთვის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება სიმპტომებს, მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი, ხველა, სახსრების ტკივილი ,ძლიერი სისუსტე ,მადის დაქვეითება აღნიშნულ ვირუსს ერთდროულად ახასიათებს გართულებულ შემთხვევაში კი მოსალოდნელია ფილტვების ანთება, უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვის შემთხვევაში განსაკუთრები ბავშვებში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.