“არტ-ფესტივალი”

23 ოქტომბერი 2023, 19:36 584 ნახვა

აჭარაში „Land Art Festival“-ი გაიხსნა. კონცეფციის მიხედვით, ხელოვანები ღია სივრცეში ადგილზე ნაპოვნი მასალების ან ბუნებრივი ელემენტების გამოყენებით, დროებით და მუდმივ ინსტალაციებსა და სკულპტურებს ქმნიან. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე არტ ობიექტები უკვე მოეწყო. უნიკალურ ინსტალაციებზე  15-მა ხელოვანმა იმუშავა.   ლენდ არტის ტერიტორიაზე ბუნებრივი ლანდშაფტის, ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, ადგილობრივი კულინარიითა და სხვა ტრადიციული მახასიათებლებით, განსაკუთრებული სივრცე შეიქმნა. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში