4 ოქტომბრის მოვლენები

12 ოქტომბერი 2025, 12:10 116 ნახვა

ვინ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 4 ოქტომბრის მოვლენებზე - მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ საკითხზე დავა ისევ გრძელდება. ხელისუფლება  ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მომხდარზე პასუხისმგებლობას ბრიუსელსაც აკისრებს, პროტესტში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებში კი ისევ ამბობენ, რომ გეგმების შესახებ არაფერი იცოდნენ.

ვერშემდგარ „მშვიდობიანი დამხობას“ კი უკვე ჰყავს 46 ბრალდებული, აქედან ორის შემთხვევაში გირაოა გამოყენებული. პარალელურად გამოძიება გრძელდება. სხვადასხვა უწყებაში ხდება იმ პირების გამოკითხვა, რომლებიც, შესაძლოა, კავშირში იყვნენ განვითარებულ მოვლენებთან ან იმ დაგეგმილ სცენართან, რომელიც ხელისუფლების დამხობას და გამოძიების ვერსიით, ქვეყანაში ქაოსის გამოწვევას ითვალისწინებდა.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე