ღაზას ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა - BBC

01 ნოემბერი 2023, 10:02 457 ნახვა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში ათობით ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს 50 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა. 

ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში, ჯაბალიას რაიონში, ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. შედეგად, მათ „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური - იბრაჰიმ ბიარი და ათობით ტერორისტი მოკლეს, ჩამოანგრიეს მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურაც.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში 9 ჯარისკაცი დაიღუპა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 500-მდე გაიზარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში