ევროპარლამენტის რეზოლუცია „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების“ ეფექტიანობის შესახებ 

10 ნოემბერი 2023, 10:02 366 ნახვა

''რუსეთის წინააღმდეგ სანქციების“ ეფექტიანობის შესახებ ევროპარლამენტმა ახალი რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც ის მხარს უჭერს სანქციების უფრო მკაცრად აღსრულებას.

ევროპარლამენტარებმა ევროკავშირსა და წევრს ქვეყნებს სანქციების აღსრულებაზე ზედამხედველობის გაძლიერებისკენ მოუწოდეს.

მათი მოწოდება ასევე ეხება კოორდინაციის გაძლიერებას რუსეთის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციების აღსრულებაზე. ევროპარლამენტარები მოითხოვენ სათანადოდ დაიხუროს ევროკავშირის ბაზარი რუსული წარმოშობის წიაღისეული საწვავისთვის.

რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირმა „დიდ შვიდეულთან“ ერთად რუსული თხევადი გაზის იმპორტზე სრული აკრძალვა უნდა დააწესოს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში