ანტისამთავრობო აქცია გაიმართა მეხიკოში, სადაც შეტაკებებისას სულ მცირე 120 ადამიანი დაშავდა.
„ბიბისის“ ცნობით, დაშავებულთა შორის 100-მდე პოლიციელია. მექსიკის დედაქალაქში ათასობით ადამიანი, პრეზიდენტის მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა. ისინი პრეზიდენტ შეინბაუმის სახლსა და ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეემა სასახლის დამცავი ლითონის ბარიერები დააზიანეს, პოლიციამ ცრემლსადენი გამოიყენა.
სამართალდამცველებმა აქციის სულ მცირე 20 მონაწილე დააკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ აქციები მემარჯვენე პოლიტიკოსების მიერ იყო დაფინანსებული.