საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს

23 ნოემბერი 2023, 09:44 267 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს.

სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში საქართველოს მონაწილეობაზე კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში წელს ნატოს წევრი და პარტნიორი 16 ქვეყანა მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში