საგამოძიებო სამსახურმა ნოემბერში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინა

05 დეკემბერი 2023, 11:40 362 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 25 748 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 150 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში