თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობით და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა. აიძულებდა მას სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის, ხოლო გამომუშავებული თანხა მისთვის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა.
დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაზარალებულს შეურაცხყოფას აყენებდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.