გუშინ საღამოს, დედაქალაქში მიმდინარე აქციაზე 13 მონაწილე დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
დემონსტრანტებმა კაკაბაძის ქუჩის სამანქანო გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლება დაიწყეს, სწორედ ამ დროს დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რამდენიმე პირი.