ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ავარიის შედეგად ავტომობილი ამოყირავდა

08 დეკემბერი 2023, 12:20 1416 ნახვა

ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილი ამოყირავდა. ხალხის დახმარებით ავტომობილიდან მძღოლის უვნებლად ამოყვანა მოხერხდა. 

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე არც სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ხელვაჩაურის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში