3 დღე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე

12 დეკემბერი 2023, 11:39 346 ნახვა

3 დღე ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოში დადებითი მოლოდინებია. მმართველ გუნდში იმ უსამართლობის გამოსწორებას ელიან, რომელიც ევროპულმა საბჭომ შარშან დაუშვა. ოპოზიციის ნაწილი უნგრეთის პოზიციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი კი აქცენტს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად არსებულ სამუშაო ჯგუფებზე აკეთებს. ევროკომისიამ 8 ნოემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. 15 დეკემბერს კი, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში