ბათუმის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

19 დეკემბერი 2023, 17:45 392 ნახვა

ბათუმის საკრებულომ ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 382 მილიონი ლარია. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებამდე, ბათუმის მერი 2023 წელს ბათუმში განხორციელებული პროექტების ანგარიშით წარსდგა. 2023 წლის ბიუჯეტიდან 361 მილიონ 200 ათასი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტსა და პროგრამაზე გადანაწილდა. გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა 209 ქუჩასა და მონაკვეთზე, ბეტონის საფარი დაიგო და მიმდინარეობს 74 მისამართზე. ასევე ბათუმის მერის განმარტებით, სამრეწველო ზონის მიმდებარედ 10-ამდე მთავარი და მეორეხარისხოვანი გზის მშენებლობა დასრულდა. მისივე თქმით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის” პროგრამის მეორე ეტაპზე აშენდა 4 ხუთსართულიანი კორპუსი, რითაც საცხოვრებელი ფართით 100 ოჯახი დაკმაყოფილდა. რაც შეეხება მომდევნო წლის პრიორიტეტებს, ასეთია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 168 მილიონ 341 ათას 300 ლარი ეკოლოგიური მდგომარეობა და რეკრეაცია - 48 მილიონ 360 ათას 200 ლარი ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 27 მილიონ 264 ათას 600 ლარი განათლება - 43 მილიონ 495 ათას 600 ლარი კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - 25 მილიონ 502 ათას 600 ლარი საკუთარი შემოსავლები - 205 მილიონი ლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 177 მილიონი ლარი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში