დღეს ბათუმის ნაძვის ხე აინთება

25 დეკემბერი 2023, 12:08 901 ნახვა

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში დღეს იწყება. ევროპის მოედანზე საზეიმო ვითარებაში ნაძვის ხე აინთება. მანამდე სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ჯამბაზები, იქნება ცეცხლოვანი შოუ და კონცერტი. მაყურებლის წინაშე წარდგება ჯგუფი რანინა და ბენდი რეგიონი. საგამოფენო სივრცეში იქნება საახალწლო ბაზრობა. ბათუმში ღონისძიებები, ღამით კონცერტები ევროპის მოედანზე ყოველდღიურად 7 იანვრამდე იგეგმება. დღეიდან დაიწყებს ბათუმის სხვადასხვა უბანში მოძრაობას საახალწლო ქარავანი - „ახალი წელი შენს ეზოში“ და ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში