საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

24 ნოემბერი 2025, 14:09 83 ნახვა

საქართველო, 6 თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი - PABSEC-ის პრეზიდენტი.

თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველო იმუშავებს საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებასა და შუა დერეფნის განვითარების მიზნით, რეგიონული დაკავშირებადობის ხელშეწყობაზე.

თავმჯდომარეობის გადმობარება შედგა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე PABSEC-ის რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია