სპეციალური პრიზი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

29 დეკემბერი 2023, 12:09 464 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური პრიზი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბათუმელ ჯაბა ჭანტურიას გადაეცა. სპორტსმენი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდა. ჯაბა ჭანტურია ბათუმში, 18 წელია ბავშვთა მწვრთნელად მუშაობს. რეგიონში გასამართი ადგილობრივი თუ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ინიციატორი და მონაწილეა. მიმდინარე წელს მისი ორგანიზებით ბათუმში მასშტაბური ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი ბათუმი ქაფ-2023 გაიმართა, სადაც ქართული საფეხბურთო აკადემიების გარდა ''ვალენსიის'', ''მარსელის'', ''ალკამაარის'' და ''რიზესპორის'' აკადემიები მონაწილეობდნენ. სპეციალური პრიზები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის კარგი მასპინძლობისთვის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მერებს გადასცეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში