NBA-ს რეგულარულ სეზონში ზედიზედ მეორედ დამარცხდა "ტორონტო რეპტორსი". სანდრო მამუკელაშვილის გუნდი სტუმრად "ნიუ იორკ ნიქსთან" დიდი ანგარიშით 116:94 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 27:03 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 9 ქულას, 7 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა თავი. სანდრომ ქულები პერიმეტრიდან დააგროვა და სამიდან სამი სამქულიანი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 14 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს კი 3 დეკემბერს გამართავს და საკუთარ მოედანზე "პორტლენდს" უმასპინძლებს.
