საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორედ დამარცხდა. უკრაინასთან თბილისში წაგების შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ტენერიფეში ესპანეთს ესტუმრა და დიდი ანგარიშით 61: 90 წააგო.
საქართველოს ნაკრებში თორნიკე შენგელია 26 წუთში 10 ქულით და 7 მოხსნით გამოირჩა. ასევე 10 ქულა ჰქონდა მათე ხატიაშვილს, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი ქულები დააგროვა.
გიორგი შერმადინმა ბოლო სანაკრებო მატჩში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ესპანეთის ნაკრებს 17 ქულით სანტი იუსტამ ულიდერა, 12 ქულა ჰქონდა იზან ალმანსას და 10 ფრანსის ალონსოს.
ჯგუფს ორი ტურის შემდეგ ორ-ორი მოგებით ესპანეთი და უკრაინა ლიდერობენ, ხოლო საქართველოს ორი წაგება აქვს, როგორც დანიას. 27 თებერვალს და 2 მარტს, საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ მატჩს სწორედ დანიის ნაკრებთან გამართავს.
