შეზღუდვები ხაიში-მესტიის მიმართულებით

05 იანვარი 2024, 20:04 449 ნახვა

მესტიის მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება ამ დროისთვის უკვე აღდგენილია. ქვათაცვენის გამო საავტომობილო მოძრაობა დღის განმავლობაში შეზღუდული იყო.ხეობაში სპეციალური რეჟიმი მოქმედებდა, მსუბუქ ავტომობილებს პოლიციის ეკიპაჟები აცილებდნენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუშინ მძიმე ტექნიკის გამოყენებით რამდენჯერმე აღადგინა გზაზე მოძრაობა, თუმცა აქტიური ქვათაცვენის გამო სამუშაოები რამდენჯერმე შეჩერდა და მოძრაობა შეიზღუდა. ხაიშიდან მესტიის მიმართულებით გზის ერთ მონაკვეთზე ამ დრომდეა დიდი ლოდები, რომლებიც გეოლოგებმა მოინახულეს.მათი განცხადებით, მდგომარეობას კარგად შეისწავლიან და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილებას ლოდების აფეთქების შესახებ. ცნობისთვის, ხაიში - მესტიის გზაზე კლდის მასა ორი დღის წინ ჩამოიშალა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში