სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხი

08 იანვარი 2024, 14:47 381 ნახვა

ევროპული დავალებების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა არ შექმნის საკითხი ისევ პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზია. ოპოზიციაში არ სჯერათ და არ აქვთ იმედი, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ისეთ საკითხებს წამოწევს წინა პლანზე, რომლებიც მათი თქმით სახელისუფლებო პარტიას არ აწყობს. ინკლუზიურ პროცესს ვერ ხედავენ, ამიტომ სამუშაო ჯგუფების შექმნა ოპოზიციის ნაწილისთვის ფიქციაა. ამის მიუხედავად, მზად არიან თუ სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, მუშაობაში ჩაერთონ, ოღონდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ხოლო რას აპირებს ქართული ოცნება ამ საკითხთან მიმართებით, ეს ოპოზიციის გათვლებით კომიტეტების სხდომებზე გამოჩნდება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში