"ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში აშშ-ის კუთვნილ გემზე თავდასხმა განახორციელეს

18 იანვარი 2024, 10:16 426 ნახვა

"ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში აშშ-ის კუთვნილ გემზე თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა განაცხადა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ იემენელ "ჰუსიტებს“ ტერორისტთა სიაში დააბრუნებენ.

აშშ-ის სამხედროები აცხადებენ, რომ გემს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ჰუსიტებმა" რაკეტებით ბერძნულ გემსაც შეუტიეს, ხომალდის ეკიპაჟის 24 წევრიდან ერთ-ერთი ქართველია.  თავდასხმის შედეგად,  არავინ დაშავებულა. გემი დაზიანდა, თუმცა მოძრაობის გაგრძელება მაინც შეძლო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში