შარლ მიშელი თანამდებობაზე რჩება

27 იანვარი 2024, 11:08 340 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თანამდებობიდან აღარ გადადგება, ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მიშელის თქმით, მისმა გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. შარლ მიშელის განცხადებით, მთელ ძალისხმევას ამჟამინდელი  მოვალეობის შესასრულებლად მიმართავს.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში გავრცელდა, არსებობდა მოსაზრება რომ თანამდებობას დროებით ვიქტორ ორბანი დაიკავებდა, რადგან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისში სწორედ უნგრეთი ხდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში