პარიზის პროკურორმა განაცხადა, რომ ლუვრის მუზეუმის ძარცვის შედეგად მოპარული სამკაულები ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი და აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას დაკავებულმა ორმა ეჭვმიტანილმა ნაწილობრივ აღიარა ძარცვაში მონაწილეობა. ისინი შაბათს დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი ალჟირში გაფრენას ცდილობდა.
ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ძარცვა შიდა ოპერაცია იყო, განაცხადა პარიზის პროკურორმა ლორ ბეკუომ პრესკონფერენციაზე. ქურდებმა 19 ოქტომბერს ლუვრის კოლექციიდან რვა ძვირფასი ნივთი მოიპარეს, რომელთა ღირებულება დაახლოებით 102 მილიონი დოლარია. 4-მა მძარცველმა სამუშაო საათებში ამწის გამოყენებით და ზედა სართულის ფანჯრის ჩამსხვრევით მუზეუმში შეაღწიეს, შემდგომ კი ნაძარცვით მოტოციკლებით მიიმალნენ.