არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის გარემოებებს - მიხაილო პოდოლიაკი

28 იანვარი 2024, 11:16 372 ნახვა

ბელგოროდის ოლქში „ილ-76“-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე უკრაინული მხარე რუსეთს მანიპულაციაში ადანაშაულებს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი აღნიშნავს, რომ რუსები ცდილობენ საჰაერო სისტემების უკრაინისთვის გადაცემის პროცესი შეანელონ.

მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, არ არსებობს ფაქტები, რომელიც ნათელს მოჰფენს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის გარემოებებს, ასევე უცნობია ვინ იმყოფებოდა ბორტზე, რადგან რუსები საერთაშორისო გამოძიებას აქტიურად ეწინააღმდეგებიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში