სიმონეთსა და მახოში გაზსადენი სისტემა უფუნქციოა

02 თებერვალი 2024, 14:46 416 ნახვა

ხელვაჩაურის სოფლებში: სიმონეთსა და მახოში 2020 წელს გაყვანილი გაზსადენი სისტემა ჯერ ისევ უფუნქციოა. ენმ-ს წევრები გაზიფიცირების შეფერხებას,მმართველ გუნდში კორუფციულ გარიგებებს უკავშირებენ და საგამოძიებო უწყებებს მიმართავენ ფაქტები გამოიკვლიონ. ორი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ 414 ათას 613 ლარია დახარჯული, გაზის მილების ნაწილი ექსპლუატაციაში შესვლამდე უკვე დაზიანებულია. ოპოზიციის ინფორმაციით , მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 2021 წლიდან იყო გათვალისწინებული, თუმცა სოფლებში გაზი სამი წლის შემდეგაც არ ჩაურთავთ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში