დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, დღეს რამდენიმე რეისი გაუქმდა, ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ - საქართველოს რკინიგზა

07 თებერვალი 2024, 13:48 334 ნახვა

საქართველოს რკინიგზის  ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, დღეს რამდენიმე რეისი გაუქმდა.

„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები – მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები: ბათუმი-თბილისი №801; ზუგდიდი-თბილისი № 869; თბილისი-ბათუმი № 804; თბილისი-ფოთი 874.

ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები: ზესტაფონი-ხაშური №6446; ხაშური-ზესტაფონი №6418 და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.

გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“,-აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში