ინკლუზიური არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში

09 თებერვალი 2024, 13:48 413 ნახვა

ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში.  აიფიესის ორგანიზებით 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით  ბათუმში კონფერენცია იმართება. საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება, რომელმაც  ოქტომბრის არჩევნებს გაუსვა ხაზი.      

კონფერენციაში პარტნიორებთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები.   

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება უბნების 90 პროცესში. დღევანდელი შეხვედრა კი  ცნობიერების ამაღლებასა  და პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში