ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი კონკურენციის სამართლის კუთხით

10 თებერვალი 2024, 15:01 518 ნახვა

''ევროკავშირთან ასოცირების შესახებ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი კონკურენციის სამართლის კუთხით” - ამ თემაზე ევროკავშირის მხარდაჭერის სამართლისა და პოლიტიკის კვლელის ინსტიტუტმა პრეზენტაცია გამართა.

კვლევის ავტორებმა დოკუმენტის წარდგენასთან ერთად ისაუბრეს კონკურენციის მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებსა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. 

მკვლევარების თქმით, კონკურენციის კანონდებლობის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომლებიც საჭიროებს კიდევ უფრო დაახლებას ევროკავშირის ნორმებთან. ისინი პრობლემას ხედავენ  არსებული ნორმების აღსრულების კუთხითაც.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში