სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ შინ ბოლნისის „ყოჩები“ დაამარცხა

11 თებერვალი 2024, 16:03 478 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ რაგბი დიდი 10-ის მე-14 ტურში ბოლნისის „ყოჩებს“ უმასპინძლა და 26:15 დაამარცხა.

ირაკლი ნინის გუნდმა მეტოქეს საერთო ჯამში 4 ლელო დაუდო. გატანილი ლელოთი თავი, გიორგი თხილაიშვილმა, გიორგი მენაბდემ, ნუკრი ფერსელიძემ და პენი მაკამ გამოიჩინეს, ხოლო სამი ზუსტად შესრულებული გარდასახვით გუნდს მამუკა ნინიძე დაეხმარა.

ამ დროისთვის „ბათუმი" დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში, 40 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

მომდენო შეხვედრას შავიზღვისპირელები 24 თებერვალს სტუმრად, ქუთაისის „აიას“ წინააღმდეგ გამართავენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში