საერთაშორისო აუდიტის შედეგების გაცნობა

21 თებერვალი 2024, 10:09 283 ნახვა

მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა  ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან არსებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში.

შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და მონაწილეებმა შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში